logo
ENG



პესკოვი: კრემლის მიმართ ბრალდებები პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით, აბსოლუტური სიცრუეა

25 აგვ 202317:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/25/1tobtam4pbaz5h2.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლის მიმართ ბრალდებები დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით, აბსოლუტური სიცრუეა.

"ბევრი სპეკულაციაა ამ კატასტროფისა და თვითმფრინავის მგზავრებს შორის, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული გარდაცვალების გარშემო. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია გარკვეული სახითაა წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა", - ამბობს კრემლის პრესსპიკერი.

23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრების სიაში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პროგოჟინიც იყო. საერთაშორისო მედიების ცნობით, თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.

BBC-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში 10 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.


close დახურვა