რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინს ზელენსკისადმი არანაირი კონკრეტული მესიჯი არ ჰქონია, რომელსაც გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის გავლით გაუგზავნიდა.
პესკოვის თქმით, აფრიკული სახელმწიფოს პრეზიდენტმა უმარუ სისოკუ ემბალომ მოსკოვში ვიზიტისას გამოთქვა სურვილი, რომ უკრაინის ლიდერისადმი პუტინის პოზიცია გაეზიარებინა, თუმცა ეს არ ყოფილა რაიმე კონკრეტული მესიჯი რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან.
პესკოვის თქმით, რუსეთი არ ცვლის საკუთარ პოზიციას მოლაპარაკებებზე, ხოლო აფრიკის სახელმწიფოს ლიდერთან შეხვედრისას ან განხილულა კონკრეტული მესიჯი, რასაც ემბალო ზელენსკის გაუზიარებდა.
„რუსეთი არ ცვლის საკუთარ პოზიციას, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ინტერესები მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი იქნება. ჩვენ ეს გვინდა. თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის მხრიდან ნების სრულ არ ქონაზე. ეს განვიხილეთ.
ჩვენმა კოლეგებმა აფრიკის სახელმწიფოდან გამოთქვა სურვილი და აღნიშნა, რომ მას ექნება კონტაქტი და პუტინის ამ პოზიციას უკრაინულ მხარეს გაუზიარებდა. ამ შემთხვევაში არ ყოფილა კონკრეტული მესიჯი, ეს არ განხილულა“ - განაცხადა პესკოვმა.
26 სექტემბერს კიევში ვიზიტისას გვინეა-ბისაუს პრეზიდენტმა უმარუ სისოკუ ემბალომ ზელენსკისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ის წინა დღეს მოსკოვში იმყოფებოდა და შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც მას სთხოვა უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა, რომ „მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია“.
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინი მზადაა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა კი "პუტინის გზავნილზე" პასუხად განაცხადა, რომ დიალოგის დასაწყებად აუცილებელია, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს.