logo
ENG



პესკოვი: რუსეთის ან რუსების იზოლირებას პერსპექტივა არ აქვს

09 აგვ 202214:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/s90vp6r2t5daxlo.jpg

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა, დასავლეთმა ჩაკეტოს საზღვრები რუსებისთვის, ირაციონალურია.

"დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაში ირაციონალურად აზროვნება ზღვარს სცდება. ეს მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. რუსეთის ან რუსების იზოლირების ნებისმიერი მცდელობა პროცესია, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს", - თქვა პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი რუსეთს სხვისი მიწების მიტაცების სურვილი წაართვა არის - აუკრძალო მის მოქალაქეებს დასავლეთის ქვეყნებში ჩასვლა.

როგორც ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის ყველა მოქალაქე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და თავის წილი პასუხისმგებლობა იქონიონ მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ვლადიმერ პუტინი მათი არჩეულია და ისინი რეჟიმს არ ებრძვიან.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაა საკმარისი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა - რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვა იქნება, თუნდაც 1 წლით მაინც, "რადგან რუსები სხვებს მიწებს ართმევენ".

"ყველაზე მთავარი სანქციები - საზღვრების ჩაკეტვაა...დაე, იცხოვრონ თავიანთ სამყაროში, სანამ საკუთარ ფილოსოფიას არ შეცვლიან", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა