logo
ENG



ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტონ

09 აგვ 202200:11
3 წუთის საკითხავი
clock 1415
2022/08/09/fscadc1q5zdyj9i.jpg
ფოტო: The Washington Post

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი რუსეთს სხვისი მიწების მიტაცების სურვილი წაართვა არის - აუკრძალო მის მოქალაქეებს დასავლეთის ქვეყნებში ჩასვლა.

როგორც ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის ყველა მოქალაქე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და თავის წილი პასუხისმგებლობა იქონიონ მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ვლადიმერ პუტინი მათი არჩეულია და ისინი რეჟიმს არ ებრძვიან.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაა საკმარისი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა - რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვა იქნება, თუნდაც 1 წლით მაინც, "რადგან რუსები სხვებს მიწებს ართმევენ".

"ყველაზე მთავარი სანქციები - საზღვრების ჩაკეტვაა...დაე, იცხოვრონ თავიანთ სამყაროში, სანამ საკუთარ ფილოსოფიას არ შეცვლიან", - თქვა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფრენები აეკრძალათ, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ახლაც ახერხებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას და ვიზების მოთხოვნას.

მაგალითად, ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს. ფინეთის პრემიერმინისტრის სანა მარინის ინიციატივა ტურისტულ ვიზებს ეხება. სანა მარინის განცხადებით, რუსეთის აგრესიის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი და უპრობლემო მოგზაურობა ევროპაში არ უნდა გაგრძელდეს. მარინი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, მისი მოქალაქეები ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას, ტურისტებად ყოფნას. ეს არასწორია", - თქვა მარინმა.


close დახურვა