logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვა ფართომასშტაბიანი ცოცხალი ომის დანაშაულია

10 ოქტ 202214:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/10/dkx7fq4zeg9vd9t.png

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვა ფართომასშტაბიანი ცოცხალი ომის დანაშაულია.

„უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვა არის ფართომასშტაბიანი ცოცხალი ომის დანაშაული და უწესო ომი. ამაზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი პასუხი:

-         უკრაინის საჰაერო/სარაკეტო თავდაცვის სისტემები

-         რუსეთის ფედერაციის გაძევება ყველა საერთაშორისო სტენდიდან

-         სპეციალური ტრიბუნალი, დაუყოვნებლივ დაპატიმრების ორდერი რუსი ხელისუფალებისთვის,“ -  თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

დღეს დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

დედაქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.


close დახურვა