"პოლიტიკური ეშმაკობა", - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობა ახალ ინიციტივას, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ წევრებს შესაძლოა, ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება აღარ მიეცეთ.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ თავისი შინაარსით გადაწყვეტილება კარგია, თუმცა ამ შემთხვევაში მისი მიზანი განსხვავებულია.
"ფაქტია, რომ "ქართული ოცნების" სამარკო ნიშანია გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები და ძალიან გამიკვირდება, თუ პარლამენტის შემთხვევაში მოხდება ამ ხარჯების შეკვეცა. იცით, რომ დღეს 9-მდე მოადგილე ჰყავს პარლამენტის სპიკერს, რომელთა საქმიანობა ხშირად უფუნქციოა. ჩვენ ვთვლით, რომ განსაკუთრებით ასეთი მწვავე ეკონომიკური კრიზის დროს, არამხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველა სამთავრობო უწყებაში უნდა ხდებოდეს ხარჯების შემცირება იმისთვის, რომ მაქისმალური დახმარების გაწევა იყოს შესაძლებელი, რომელთა უმეტესობას უკიდურესად უჭირს",-აცხადებს თინა ბოკუჩავა.
ლევან კალანდაძის თქმით კი ამგვარი გადაწყვეტილებით მმართველი გუნდი ცდილობს უკვე წაგებული არჩევენბის შემდეგ სარგებელი ნახოს და მაქსიმალურად მოირგოს არსებული ვითარება. სხვა შემთხვევაში დრევანდელ ვითარებაში "ქართული ოცნება" მსგავს ინიციატივას არ წარადგენდა.
"ეს არის "ქართული ოცნების" მცდელობა, რეგლამენტი სამომავლოდ მოირგონ საკუთარ თავზე, როცა მათი რაოდენობა პარლამენტში იქნება მაქსიმალურად შემცირებული. მე-9 მოწვევის პარლამენტის მიწურულს რატომღაც ასეთი კეთილშობილური მიზნები გაუჩნდათ. აქ ვხედავ მკაფიო პოლიტიკურ ეშმაკობას, რათა რელგალემენტით გაიმყარონ პოზიციები უკევ წაგებული არჩევნების შიგნით, რამდენიც იქნება ქართული ოცნება. ცოტა იქნებიან, მაგრამ იქნებ ეცადონ სხვებსაც არ მისცენ საშუალება მრავალი ფრაქცია იყოს წარმოდგენილი",-აცხადებს ლევან კალანდაძე.
საპარლამენტო უმცირესობა დარწმუნებულია, რომ დღევანდელმა პარლამენტმა თავისი რეალური ფუქნცია დაკარგა და შესაბამისად მისი საქმიანობაც მხოლოდ ფორმალუროა. ამ ყველაფერს ოპოზიციაში სირცხვილს უწოდებენ.
"რა თქმა უნდა კარგია რომ მცირდება, რაც უფრო შემცირდება ის ფრაქცია თუ კომიტეტი, რომელიც დუბლირებას აკეთებს სხვადასხვა საკითხებისას და სამინსიტროებთან მიმართებაშია ზოგადად ესენი ორიენტრიებული. თან თუ შევხედავთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი მთლიანადაა მზად თავისი ფუნქციები მთავრობას დაუთმობს, დეპუტატებსაც თუ შეამცირებენ უკეთესი იქნება. იქიდან გამომდინარე, იმ მდგომარეობაში რაშიც ბოლო 3 თვეა პარლამენტია, საერთოდ სირცხვილია ასეთი პარლამენტის ყოლა",-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით თავად მმართველ გუნდში განსხვავებული შეფასებები აქვთ. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით ამგვარი მიდგომების მოხდება ხარჯების შემცირება, რაც საბოლოოდ მუშაობის პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.
"სამსჯელოდ შემოვიტანეთ რეგლამენტი. აქ ორი კომპონენტია. ერთია ის, რომ რეგლამენტის ყველა პროცედურა მოვიდეს შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. მაგალითად, ისეთი როგორიცაა ფრაქციების დანაწილება, კვოტების გადანაწილება. ასევე საპარლამენტო უმრავლესობა თუ ოპოზიცია არ იქნება უმრავლესობა არ იქნება უმრავლესობა ან უმცირესობა, როგორც სუბიექტი. ასევე პარლამენტის საქმიანობსი ოპმტიმიზაციისთვის და პროდუქტიული საქმიანობისთვის შემოთავაზებულია ვიცე-სპიკერების რაოდენობის ახალი ვერსია, ასევე კომიტეტებში რაოდენობის მხრივ გარკევული ტიპის ცვლილებები",-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, ცვლილებები, რომელიც რეგლამენტში იგეგმება, ვიცე-სპიკერთა რაოდენობის სამამდე, ხოლო კომიტეტების 13-მდე შემცირებას ითვალისწინებს.