logo
ENG



პრემიერის მრჩეველი: სამეგრელოში მანქანით გადაადგილება იზღუდება

29 მარ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

"სამეგრელოს რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება და ესაა სამეგრელოში ერთდაერთი დამატება  უკვე მოქმედი შეზღუდვებიდან", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სამეგრელოს რეგიონში ზომების გამკაცრება მნიშვნელოვანია. იმავე ნაბიჯების გადადმა აუცილებელია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც.

"დადგება დამატებითი ბლოკპოსტები მუნიციპალიტეტის შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას, რომ მანქანით გადაადგილება მკაცრად გაკონტროლდება. იგულისხმება სოციალური დისტანცია, ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია სამი ადამიანის ყოფნა - ერთი მძღოლი და უკან - ორი მოქალაქე. ამასთან,  მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები, რათა მკაცრად გაკონტროლდეს უკვე მოქმედი ობიექტები. ეს არაა რეგიონის კარანტიად გამოცხადება ან კომენდანტის საათის ამოქმედება. ესაა ღონისძიება, რათა დაცულად იგრძნოს თავი თოთეულმა მოქალაქემ. ასევე მკაცრი რეჟიმია საჭირო, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე და როგორც ცნობილია გალის რაიონში გამოცხადებულია კომენდანტის საათი", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 


close დახურვა