logo
ENG



ჟურნალისტებზე თავდასხმის 50-ზე მეტი ფაქტი და 7000 დაკავებული - ბელარუსში აქციები გრძელდება

13 აგვ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 
vy3y768r5y6fdch.png

ბელარუსში, უკვე მე-5 დღეა მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება. ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, სულ ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თითქმის 7 ათასი ადამიანი დააკავეს. მარტო გასული ღამის განმავლობაში პოლიციამ 700 მოქალაქე დააკავა. 

BBC-ის ცნობით, 3 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჟურნალისტებზე თავდასხმის 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს პირველადი მონაცემებითვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო. 

ეგიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა