კახეთში ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მშობლების მკვლელობას არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. სანადირო თოფით შეიარაღებულმა მწყემსმა, რომელიც ოჯახის ახლობელი იყო, ცოლ-ქმარი მოკლა. მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელმა მოზარდი გოგო ხეზე მიაბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელმა ფულის წაღება ვერ მოასწრო, საუბარია 30 ათას დოლარზე. ქალმა მკვლელობამდე 112-ში დარეკვა მოასწრო.
რა გახდა კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობის მოტივი - შაბათის ფორმულა
12 თებ 202221:26
3 წუთის საკითხავი