logo
ENG



რა ვითარებაა უკრაინაში - შაბათის ფორმულა

12 თებ 202220:53
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საზღვართან ოკუპანტი ქვეყანა ვითარების ესკალაციას განაგრძობს, ოფიციალურმა კრემლმა ვითარების კიდევ უფრო დასაძაბად ანექსირებულ ყირიმში წვრთნები დაიწყო. შეჭრის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ რუსეთმა კიევში დიპლომატების ევაკუაციის გადაწვეტილება მიიღეს. სახელმმწიფოები ომის დაწყების შემთხვევაში, მოქალაქეებს ევაკუაციის გარანტიას ვერ აძლევენ, ამიტომ მოუწოდებენ, დატოვოს უკრაინა, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

დარჩა თუ არა საკითხის დიპლომატიურად მოგვარების რესურსი ეს რამდენიმე საათში უნდა გახდეს ცნობილი პუტინისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შემდეგ. ცივილიზებული სამყარო უკრაინას რთულ დროს გვერდში უდგას, თუმცა მათ შორის არ არის საქართველო. ქართული ოცნება ღია მხარდაჭერის გამოცხადებას დუმილს ამჯობინებს


close დახურვა