რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 16 პაციენტი იმყოფება და კიდევ ორის მიყვანას ელოდებიან.
„ჩვენ გვაქვს ერთიანი მთლიანი სისტემა, სადაც არის საკარანტინო პროტოკოლით გათვალისწინებული წესები და ჩვენს კლინიკაში განთავსებულ პაციენტებს არცერთს არ აქვს დადასტურებული შემთხვევა. ისინი იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ და აქედან გამომდინარე ბოქსირებულ პოზიციებს არ საჭიროებენ. რაც შეეხება რაოდენობას დილით იყო 13 ახლა დაემატა 3 პაციენტი და ორი პაციენტის მოლოდინში ვართ. რეალურად ჩვენ გვეყოლება 18 პაციენტი. ამ 18 პაციენტიდან გამომდინარე დიდ მატებას არ აქვს ადგილი“,- აღნიშნა დევი ტაბიძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად საკარანტინო ზონაც გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლინიკის ხელმძღვანელმა გაავრცელა.