logo
ENG



როგორ "დავკეროთ" სტუდენტობა - დროება

17 სექ 202320:49
3 წუთის საკითხავი
 

7-8 მარტის აქციების შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ახალგაზრდების ძალა დაინახა და შეშინდა. ახლა ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს მათ "დაკერვას" სატანისტებად მათი გამომცხადებელი ოცნება. ჯერ ბიუჯეტიდან გაღებული მილიონობით პოპ ვარსკვლავები ჩამოუყვანეს. ამ თანხით თავისუფლად შეეძლოთ არაერთი ახალი საერთო საცხოვრებლის აშენება. სტუდენტებს წელს განსაკუთრებით გაურთულდათ ბინის ქირაობა, რადგან რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქართული ოცნების ლოიალურმა პოლიტიკამ ბინების ქირავნობის ბაზარზე ფასები ისე გაზარდა, რომ ახალგაზრდები და მშობლები ვეღარ სწვდებიან. რამდენიმე დღის წინ ღარიბაშვილმა, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური დავალიანებები გაუნულდებათო. ეს მას შემდეგ მოაფიქრდა, რაც შვილი ამერიკაში დააბინავა. სტუდენტობის პრობლემები ქართულ რეალობაში და მათი ოცნების მიერ „დაკერვის“ მცდელობები - დროების რეპორტაჟი.


close დახურვა