logo
ENG



რომან გოცირიძე: ელჩების ენა არის მინიშნებების ენა

12 მარ 202023:00
3 წუთის საკითხავი
 

„ელჩების ენა არის მინიშნებების ენა, ეზოპეს ენაა“- ასე აფასებს საერთაშორისო დიპლომატების გზავნილებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. როგორც მან „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ელჩების განცხადებები კონკრეტულია, თუმცა მათი საუბრის ენა განსხვავდება პოლიტიკოსებისგან. 

"ისინი სხვაგვარად საუბრობენ. როდესაც მათ განცხადებაში წერია, რომ სასამართლო არის პოლიტიზირებული, ამის უკან დგას ის, რომ სასამართლო პოლიტიკური ნიშნით დევნის ადამიანებს, მაგრამ პოლიტიკოსის ენა განსხვავებულია. ის ამბობს, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები. ისევე როცა საუბარია პრეზიდენტი ჩაერთოს პროცესში, ესეც ირიბი მინიშნებაა. გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს გიგი უგულავა, რადგან სამართლებრივად მის გარდა ეს არავის შეუძლია",-აღნიშნა გოცირიძემ. 

 


close დახურვა