logo
ENG



რუსებმა სოფელ სინაგურთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

31 ოქტ 202312:23
3 წუთის საკითხავი
 

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული სოფლის, სინაგურის მახლობლად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ინციდენტის შესახებ ინფორმირებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ამასთანავე, გატაცების შესახებ ინფორმაცია გადაეცა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

"ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.


close დახურვა