logo
ENG



რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ პერსონალს ევროპარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალათ

18 მარ 202215:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/18/2zdfw76z501b975.jpg

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, დღეიდან, რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ეკრძალებათ ევროპარლამენტის შესვლა შენობებში.

"დემოკრატიის სახლში არ არის ადგილი მათთვის, ვინც დემოკრატიული წესრიგის დანგრევას ცდილობს", - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა პირველ მარტს, საგანგებო სესიაზე გააჟღერა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ აგრესიას ეძღვნებოდა. 


close დახურვა