logo
ENG



რუსეთის ცესკომ ეკატერინა დუნცოვა საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დაუშვა

23 დეკ 202319:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/23/bkcn7eyyg1dai2i.jpg

რუსეთის ცენტრალურმა კომისიამ ყოფილი ჟურნალისტი, ეკატერინა დუნცოვა საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დაუშვა.

კომისიის მტკიცებით, დუნცოვას მიერ წარდგენილ დოკუმენტებში 100-ზე მეტი შეცდომა აღმოაჩინეს. დუნცოვას მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მიზნით, ცესკოს სხდომა დღეს გაიმართა. უარი კომისიის წევრებმა ერთხმად თქვეს.

დუნცოვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებდა. ამასთან, მან რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და ომის დასრულებისკენ არაერთხელ მოუწოდა.

რუსეთის ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, სულ კომისიაში 29 კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტები მიიღეს.

საპრეზიდენტო არჩევნები, რომლისთვისაც რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კამპანია უკვე დაიწყო, რუსეთში 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.


close დახურვა