logo
ENG



რუსეთმა აშშ-ის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

05 სექ 202221:48
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთმა აშშ-ის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთმა აშშ-ის 25 მოქალაქეს პერსონალური სანქციები დაუწესა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს ვაშინგტონის სანქციების საპასუხო ზომაა.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქცირებულთა სიაში ამერიკელი მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი მოხვდნენ.

"ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული მზარდი პერსონალური სანქციების საპასუხოდ, აშშ-ის კონგრესის წევრთა ჯგუფს, მაღალი რანგის ოფიციალური პირებს, ასევე კულტურის სფეროში მოღვაწეებს რუსეთში შესვლა აეკრძალათ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსეთის საგარეოში ასევე თქვეს, რომ გააგრძელებენ აშშ-ის მტრული ქმედებების საპასუხოდ ზომების მიღებას.

"ამერიკული ხელისუფლების მტრული ქმედებები ანადგურებენ ორმხრივ კავშირებს და აღვივებენ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებას", - აცხადებენ საგარეოში.


close დახურვა