logo
ENG



რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 3 პირი კვლავ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება

10 დეკ 201912:39
3 წუთის საკითხავი
 
8y9zq0nqqp411l6.jpg

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელში, საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 3 პირი კვლავ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სოფლის მაცხოვრებლები ტყეში შეშისა და ფიჩხის მოსაგროვებლად იმყოფებოდნენ. სწორედ ამ დროს, რუსმა სამხედროებმა 4 პირი დააკავეს, აქედან ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, არასრულწლოვანი ბიჭი უკვე თავისუფალია და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ვითარება საოკუპაციო ხაზთან რთულია, ვინაიდან რუსი ოკუპანტების მიერ გავლებულ საზღვართან მიახლოების შემთხვევაში, გატაცების საფრთხე დიდია.

მომხდარზე 9 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გააკეთა განმარტება. უწყება მომხდარს ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ დღეს, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით წარუდგენენ.


close დახურვა