ხალხმა ქართულ ოცნებას თავისივე ხელით გააფორმებინა მარცხი რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეუვალი და ცინიკური იყო, მოუწია პარლამენტში შეკრებილიყო, რამდენიმე წამში დაესრულებინა ბიუროს სხდომა და პლენარულზე სულ 5 წუთი ეყო ინიციატივის ჩაგდებას. ამრიგად ბრძოლის ეს რაუნდი საზოგადოებამ მოიგო - დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ივანიშვილის რუსული გეგმების ერთი ნაწილი ჩაშლა გაფორმდა.