logo
ENG



რუსული მედია: პალესტინის პრეზიდენტი მოსკოვს ეწვევა

10 ოქტ 202310:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/cfmq5n3j9nhxnvp.jpg

რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი მოსკოვს ეწვევა.

პალესტინის ელჩი რუსეთში, აბდელ ჰაფიზ ნოფალი აცხადებს, რომ პალესტინის ხელისუფლება ყოველდღიურ კონტაქტზეა მოსკოვთან.

"ჩვენ ველოდებით ოფიციალურ განცხადებას კრემლისგან იმის შესახებ, თუ როდის გაიმართება შეხვედრა. შეთანხმება მიღწეულია, ბატონი აბასი მოსკოვში ჩავა", - ამბობს პალესტინის ელჩი რუსეთში.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა