logo
ENG



რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია - დროება

26 თებ 202320:32
3 წუთის საკითხავი
 

რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია - ამ სიტყვათა შეთანხმებებს წლებია ვიყენებთ და მათი შინაარსი ალბათ არავისთვისაა უცხო, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტორი, რომ პროპაგანდის წარმოება არ არის სტატიკური პროცესი და ის მუდამ იცვლება. ომის მიმდინარეობისას, რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა პროპაგანდისტული ინსტრუმენტები, რის გამოც ხანდახან მართლაც რთულია ამოიცნო - საქმე შეთხზულ მოვლენასთან ანუ ფეიქ ნიუსთან გაქვს თუ რეალობასთან. ამასობაში თავი იჩინა პატერნის მიხედვით დეზინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა ფორმებმა და სამიზნეებმა. დროება მოგითხრობთ გენდერულ დეზინფორმაციაზე, იმაზე თუ როგორ მიაბეს ოლენა ზელენსკას თავი არა უბრალოდ სხვა ადამიანს, არამედ სხვა კაცს და გიამბობთ ამჯერად ვინ და რატომ აღმოჩნდა რუსული მანქანის სამიზნე.

 


close დახურვა