logo
ENG



სააკაშვილის პირადი ექიმი: გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო

24 ოქტ 202121:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/24/v7ofx6xqd0qc57t.jpg

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მესამე პრეზიდენტის ციხეში მონახულების შემდეგ ამბობს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო.

მისი თქმით, სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს და თანახმაა, ნებისმიერ კლინიკაში გადაყვანაზე, გარდა ციხის საავადმყოფოსა.

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, ნუ, შედარებით, ასე რომ ყველაფერი წყნარად არის დღეს.

შიმშილობას არ წყვეტს, არ უნდა არავითარ შემთხვევაში რომ გადაიყვანონ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში, თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საავადმყოფო იქნება, ეს არის მისი პოზიცია", - განაცხადა ექიმმა.

სააკაშვილი 24-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა