საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქე - 32 წლის და 37 წლის კაცები დააკავეს. ისინი სახლებისა და ძვირადღირებული მანქანების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები.
ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, მძარცველები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, 4 წლის განმავლობაში მოქმედებდნენ. მათზე ჯამში დაკავების 9 ორდერი იყო გაცემული.
ორივე კაცი პარასკევს, 22 დეკემბერს ქალაქ ჰერაკლიონში დააკავეს. მათ პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები აღმოაჩნდათ.
პოლიციის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.