logo
ENG



საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის დარღვევით-ხაზარაძის ადვოკატი

25 ოქტ 201914:29
3 წუთის საკითხავი
 
ungr1rduqi6stnm.png

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა იმართება, სადაც  მტკიცებულებების  დასაშვებლობაზე იმსჯელებენ. საქმე ეხება საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას, რომელიც პროკურატურამ გასულ სხდომაზე წარადგინა.

„ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობაზე, მოგეხსენებათ, როგორც წინაზე განვმარტეთ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ამ კონტექსტში არ მოქმედებს ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის დარღვევით და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას,“-განაცხადა ხაზარაძის ადვოკატმა.

საქმეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა, მისი თქმით პრობლემა არის ის, რომ „თიბისი ბაკნმა“ არ შეისყიდა პროგრეს ბანკი სრულად, ასევე მისი თქმით აღნიშნული ბანკის დამფუძნებელი იყო გავრილოვი, რომელმაც ბანკი ორ სხვა მაღალჩინოსანთან ერთად დააარსა.

„პრობლემა არის დღეს საბუთბის ტრანზაქციები ეროვნულ ბანკში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. თვითონ ის ფაქტი, რომ „თიბისი ბანკმა“ არ შეისყიდა „პროგრეს ბანკი“ სრულად და დატოვა ე.წ ტოქსიკური აქტივები გარეთ და შეისყიდა მხოლოდ ჯანსაღი აქტივები. მოვძებნოთ ტრანზაქციები, გავრილოვი, რომელიც იყო ამ ბანკის დამფუძნებელი ორ ქართველ ახლა უკვე მაღალჩინოსანთან და პოლიტიკოსთან ერთად აქ უნდ იყოს მოძებნილი“ - განაცხადა ხაზარაძემ.

 

 


close დახურვა