logo
ENG



საგანგებო მდგომარეობაში დევნილების ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა

28 მარ 202019:47
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ დევნილი ოჯახების ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა. ბევრმა შემოსავლის წყარო დაკარგა, ხარჯი კი პროდუქტებზე გაზრდილი ფასის გამო სულ უფრო იზრდება. ​

კორონავირუსის საქართველოში გავრცელების შემდეგ დედა-შვილი კახნიაშვილების ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. ვირუსის განსაკუთრებით ეშინიათ, ამიტომ გარეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადიან და მთელი დღის განმავლობაში საკუთარ ბაღს უვლიან. ნანა კახნიაშვილი გვიამბობს, რომ დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა დიდ ნაწილს კოვიდ-19-ის გავრცელების საფრთხეები გააზრებული არ აქვთ, თვითიზოლაციის წესებს არ იცავენ და ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებენ 

მიიღებენ თუ  თუ არა რაიმე დამატებით დახმარებას დევნილობაში მცხოვრები ადამიანები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მჭიდროდ დასახლებულ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ვირუსის გავრცელების რისკები მაღალია და ამიტომ, თუ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ ხშირად არ მოუწოდებს და პროდუქტით არ მოამარაგებს, შესაძლოა ეს მალე ძალიან ძვირად დაუჯდეს.

 


close დახურვა