logo
ENG



საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად, რამდენიმე სოფელი დაიტბორა, დაზიანდა გზები

17 ივნ 202322:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/17/nmy7hgwxdrwkcgg.jpg

საგარეჯოს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი დაისეტყვა და დაიტბორა რამდენიმე სოფელი.

მათივე ცნობით, უამინდობის გამო საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

"საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოსული ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, შიბლიანში, ვერხვიანში, კაკაბეთში, მზისგულში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთების, სავარგულებისა და ვენახების ნაწილი. ხვალ დილიდან შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება ზარალის აღრიცხვა. დღეს, თითოეულ სოფელში მობილიზებულია ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფები მოსახლეობის მყისიერი დახმარების აღმოსაჩენად", - წერია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.


close დახურვა