logo
ENG



საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტს

29 ნოე 202423:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/tngpcibpcogm1rw.png

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერს, რომ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტს. მოვუწოდებთ პოლიციის დანაყოფებს არ შეასრულონ არალეგიტიმური მთავრობის უკანონო ბრძანებები და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

***

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ 9 აპრილის ქუჩაზე, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარესაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს. პარალელურად, ადგილზე ცრემლმდენ გაზს უშვებენ.

პოლიციამ ადგილზე შეკრებილების ძალისმიერი მეთოდით დაკავებაც დაიწყო.

ადგილზე ვითარება დაძაბულია - საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ. ისინი მომიტინგეების მისამართით სხვადასხვა საგნებს ისვრიან, რის შემდეგაც მოქალაქეები ამ ნივთებს მათ საპასუხოდ უბრუნებენ.

პარლამენტის მთელს პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია განთავსებული.

 


close დახურვა