logo
ENG



საია: ხელისუფლებას მოვუწოდებთ დროებით შეზღუდოს რელიგიური რიტუალების შესრულების უფლება

23 მარ 202018:37
3 წუთის საკითხავი
 
sn7luez7hknu36d.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას საჯარო კოლექტიური ღვთისმსახურებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლების, დროებით შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი შეზღუდვები უნდა გავრცელდეს ნებისმიერი რელიგიისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირის მიმართ.

„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების დაცვით და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით, დროებით შეზღუდოს საჯარო კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლება ნებისმიერი რელიგიისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის მიმართ“,-ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა