logo
ENG



სამადაშვილი: უცნაურია, მინისტრის პორტფელს ფლობდეს არა პოლიტიკურად აფილირებული ადამიანი

20 ივლ 202118:27
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: უცნაურია, მინისტრის პორტფელს ფლობდეს არა პოლიტიკურად აფილირებული ადამიანი
ვახო ქარელი/ფორმულა

დეპუტატი სალომე სადამაშვილი ჩრდილოვან კაბინეტში ძალოვან მინისტრებთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ უცნაურია იდეა, მინისტრის პორტფელს ის ადამიანი ფლობდეს, რომელიც პოლიტიკასთან აფილირებული არ არის. ეს სამადაშვილმა გადაცემა კომენტარში თქვა.

მისი თქმით, ამ კუთხით, პრობლემა ბევრად უფრო ფართოა და სისტემურ რეფორმას საჭიროებს. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ საკითხზე უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია.

"მგონია, რომ ძალიან უცნაურია იდეა, რომ მინისტრის პორტფელს ფლობდეს არაპოლიტიკურად აფილირებული ადამიანი. ეს ჩემი მოსაზრებაა. აქ ბევრად უფრო ფართო პრობლემაა იმიტომ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც კონტროლის ქვეშ არ არის და მას შეცდომა არ მოუვა. 

ჩვენი ძალოვანი უწყებების მუშაობის მთავარი პრობლემა სტრუქტურული პრობლემაა. ვინც არ უნდა იყოს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, მე მიმაჩნია, რომ სისტემური რეფორმაა საჭირო პირველ რიგში და ამაზე უნდა შეჯერდეს ოპოზიცია", - ამბობს სამადაშვილი. 

რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ენმ-ს მხრიდან არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი ძალოვანი მინისტრები, სამადაშვილი ამბობს, რომ ეს გასაგებია, რადგან ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ მემკვიდრეობაში ყველაზე მძიმე ძალოვანი უწყებების მუშაობაა. 

"ძალოვანი უწყებების მუშაობამ გამოიწვია ამ პოლიტიკური ძალის მიმართ უნდობლობა იმიტომ, რომ პირდაპირ რომ ვთქვათ, ადგილი ჰქონდა ძალის ბოროტად გამოყენებას და შესაბამისად გასაგებია ეს ინიციატივა ძალიან ბევრი ადამიანისთვის", - აღნიშნა სამადაშვილმა. 

გუშინ, 19 ივლისს მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქპოსტით ოპოზიციას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და განაცხადაოპოზიციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას დიდი კოალიციის შესაქმნელად.

მისი თქმით, პრემიერმინისტრობის კანდიდატი სამოქალაქო საზოგადოებიდან უნდა იყოს. 

ამასთან, ხაზარაძე აღნიშნავს, რომ საჭირო შეთანხმება, რათა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში. 

"ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან. თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას", - აცხადებს ხაზარაძე. 


close დახურვა