logo
ENG



სამადაშვილი: შეთანხმების წინააღმდეგ პროპაგანდა ანტიდასავლურ ხასიათს იღებს

24 აპრ 202114:34
3 წუთის საკითხავი
 

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს, რაც ანტიდასავლური კამპანიის სახეს იღებს. 

სამადაშვილმა ეს ფორმულას ეთერში, ამერიკელი სენატორების რეზოლუციის შეფასების დროს თქვა. სენატორებმა: რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს. 

რეზოლუციის ხელმომწერები მოუწოდებენ ქართულ ოცნებასნაციონალურ მოძრაობასა და პარლამენტში არჩეულ ყველა დეპუტატს, სრულად შეასრულოს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული და მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. 

სალომე სამადაშვილმა თქვა: 

"ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ყველგან: ვაშინგტონში, ბრიუსელში მხარს უჭერენ ამ შეთანხმებას და მიაჩნიათ, რომ მისი განხორციელება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლისთვის. 

არავის ეშინია კრიტიკული შეკითხვების შეთანხმებასთან დაკავშირებით და მზად ვართ, ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. თუმცა, ამავე დროს, ამ შეთანხმების წინააღმდეგ პროპაგანდა უკვე იღებს ანტიდასავლურ ხასიათს ჩვენს ქვეყანაში. 

მე არ ვიცი, ვინ აწარმოებს ამ პროპაგანდას, მაგრამ ვხედავთ ამას შეთანხმების წინააღმდეგ. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იღებს ანტიდასავლური პროპაგანდის სახეს. კითხვები დავსვათ, ვიმსჯელოთ, შეიძლება, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და საზოგადოებას აქვს უფლება, ეს პასუხები მიიღოს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეთანხმების წარმატება არის ჩვენი ქვეყნის წარმატება და ევროატლანტიკური მომავლის წარმატების გარანტია". - თქვა მან. 

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერა. დოკუმენტის ერთერთი პუნქტი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება, რაც როგორც პოლიტიკოსებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.  

დოკუმენტში, რომელსაც ხელი 19 აპრილს მოეწერა, ნათქვამია, რომ: 

  • შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა