logo
ENG



სამადაშვილი კობახიძის განცხადებაზე: ხელისუფლებას პარანოიდული შიში დაეწყო

26 ოქტ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს "პარანოიდული შიში აქვს დაწყებული", რომ არჩევნების შედეგები მათთვის სრული "კრახი იქნება".

სამადაშვილი აცხადებს, რომ კობახიძე და "მისი მსგავსი ხალხი" ივანიშვილს და ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ უხერხულ მდგომარეობას შეუქმნის.

"შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა, რომ, როგორც ჩანს, მართლა პარანოიდული შიში აქვს დაწყებული ხელისუფლებას და მათ წარმომადგენლებს, რომ არჩევნების შედეგები იქნება ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სრული კრახი. მე შემიძლია მხოლოდ მეგობრული რჩევა მივცე, რომ დაიწყონ შეგუება ამ გარდაუვალ მარცხთან.

ბიძინა ივანიშვილს თუ ჰყავს დაქირავებული კონსულტანტები, მას ურჩიონ, რომ უფრო სტაბილური ადამიანები მოძებნოს, ვინც მისი სახელით ისაუბრებს, იმიტომ რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობას შეუქმნიან კობახიძე და მისი მსგავსი ხალხი ივანიშვილს და ქართულ ოცნებას", - ამბობს სამადაშვილი.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, ოპოზიცია გაყალბებული, Deepfake ტექნოლოგიით მომზადებული ვიდეოს გავრცელებას გეგმავს, რომელიც შესაძლოა სოციალურ ქსელში არჩევნების დღეს ან არჩევნების წინა დღეს განთავსდეს.


close დახურვა