logo
ENG



სამეგრელოს რეგიონში მკაცრი კონტროლი ამოქმედდება

29 მარ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება სამეგრელოს რეგიონში, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მკაცრს კონტროლს ითხოვს. დავალება გიორგი გახარიამ ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე მისცა. მითითება მიეცათ სამართალდამცველებსაც. რეგიონის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური ბლოკპოსტები განთავსდება, მოსახლეობის გადაადგილების კონტროლის მიზნით, ასევე მკაცრად გაკონტროლდება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება. 

"სამწუხაროდ, ცხადი ხდება, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს კონტორლი. გამკაცრდება ყველა ზონა და შეიქმნება სპეციალური ბლოკ პოსტები, გაკონტროლდება ობიექტების ფუნქციონირება. დღეს სამეგრელოს რეგიონში არის 400-ზე მეტი ადამიანი, ვინც კარანტშია, რაც გულისხმობს რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო", - აცხადებს პრემიერის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი. 

რეგიონის პოლიციის სამსახურის უფროსმა კი მოსახლეობას  სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, პოლიცია იქნება ძალიან მკაცრი. 


close დახურვა