logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმი ატოცის მოვლენებში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს

22 ოქტ 201910:34
3 წუთის საკითხავი
 
4a8cg0drpvddidk.jpg

 

საოკუპაციო რეჟიმი, ატოცში განვითარებულ მოვლენების მიზეზად, საქართველოს ხელისუფლების მიერ „საზღვრის ხაზის“ აღნიშვნის სამუშაოებში მონაწილეობაზე უარის თქმას ასახელებს.  როგორც ცხინვალის დე ფაქტო მთვრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „თბილისის რეჟიმის არაკონსტრუქციული პოზიცია ზრდის დაძაბულობას და საფრთხის შემცველია არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ სასაზღვრო რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც."

შეგახსენებთ, რომ უკანონო ბორდერიზაცია სოფელ ატოცში 11 თვის წინ დაიწო, თუმცა მაშინ ეს პროცესი რამდენიმე დღეში შეჩერდა. ოკუპანტებმა ძელებზე ლითონის ბადეები 3 დღის წინ მიამაგრეს და დამატებით 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიიტაცეს. ამ დროისათვის ატოცში მშვიდი ვითარებაა. ადგილზე, მოძრაობა "ძალა ერთობაშია"  და სამართალდამცავები პატრულირებენ.

 

 

 


close დახურვა