პირველი საუნივერისიტეტო კლინიკა პაციენტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე აქვეყნებს. განცხადებაში წერია, რომ კლინიკაში83 კოვიდინიცირებული პაციენტი იმყოფება, აქედან 6 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
„2 მაისის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 91 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 83 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 6 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 78 პაციენტი“, - წერია კლინიკის „Facebook“ გვერდზე.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ორი გინეკოლოგი და 4 მედდაა დაინფიცირებული. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას ამ დრომდე არ სურს განმარტებების გაკეთება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა. ამ დროისთვის დაინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული.
ინფიცირებულებიდან 207 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 პაციენტი.