logo
ENG



საფრანგეთის საგარეო: ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში ჩვენი 39 მოქალაქე დაიღუპა

04 ნოე 202315:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/04/b9r5b9tp82pqcud.jpg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის 39 მოქალაქე დაიღუპა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ისრაელში კიდევ 9 საფრანგეთის მოქალაქე იძებნება, მაგრამ ამ დროისთვის, მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა