საფრანგეთი საქართველოსთვის საზღვარს ხსნის. ინფორმაციას საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„ვადასტურებ, რომ 00:01 საათიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის საზღვრები იხსნება“, - წერს კოლასი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, გერმანიამ, ისლანდიამ, ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი გაუხსნა.
უსაფრთხო ქვეყნების სია ევროპულმა საბჭომ 30 ივნისს გამოაქვეყნა.