logo
ENG



საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებმა საპროტესტო აქცია გამართეს - დაკავებულია რამდენიმე მედიკოსი

22 მაი 202010:17
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მუშაკების საპროტესტო აქციას პარიზში დაკავებებით დასრულდა. ექიმები და მედდები ერთ-ერთი საავადმყოფოსთან მუშაობის პირობების გაუმჯობესებისა და პანდემიის პირობებში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

ჯანდაცვის მუშაკებს მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციების აქტივისტებიც შეუერთდნენ. სამართალდამცველებმა სოციალური დისტანციის წესების დარღვევისა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 3 მედიკოსი დააკავეს. ორგანიზატორები აქციის გამართვას ხვალაც გეგმავენ. 

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28 ათასს, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 181 ათასს აჭარბებს.


close დახურვა