საქართველოს ასობით მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. სტუდენტები, ევროპის ქვეყნებში სამუშაოდ და სამკურნალოდ წასული მოქალაქეები, ღამეებს აეროპორტებში ათენებენ.
საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ, მათთვის ერთადერთი იმედი ქართული ავიაკომპანიის მიერ შესრულებული რეგულარული და ჩარტერული რეისები იყო, თუმცა დღეს ეს ფრენებიც შეჩერდა.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყველა ავიარეისი მათი თანხმობით შესრულდება, რათა დაბრუნებულთა უსაფრთხოდ დაბინავება გეგმის მიხედვით მოხდეს. ამასობაში, ბევრს ადგილზე საარსებო სახსრები ეწურება.