logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-17 პაციენტი გარდაიცვალა

29 ივლ 202020:23
3 წუთის საკითხავი
 
puhxwgdwir6f6k2.jpeg

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ინფორმაცია „ფორმულას“ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი საბურთალოს კლასტერიდან იყო, რომელსაც ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 155 ადამიანის დაუდასტურდა, საიდანაც 929 განიკურნა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6 489 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 337.


close დახურვა