logo
ENG



საქართველოში კორონავირუსისგან სულ 139 ადამიანი განიკურნა

25 აპრ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 
2sb024dphk3wbio.jpg

საქართველოში კორონავირუსისგან 139 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 456-ს შეადგენს. აქედან 5 გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა