საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 489 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 18 662 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 9 952 ანტიგენი და 8 710 - PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.55%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 607. რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 102,
- იმერეთი - 108,
- ქვემო ქართლი - 82,
- შიდა ქართლი - 24,
- გურია - 22,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 83,
- კახეთი - 23,
- მცხეთა-მთიანეთი - 25,
- სამცხე-ჯავახეთი - 7,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.