საქართველოში კორონავირუსის 1 310 შემთხვევა გამოვლინდა, 632 პირი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 30 241 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 17 446 ანტიგენი, 12 795 - PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.33 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.38%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.16%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 798 შემთხვევა. რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 85,
- იმერეთი - 72,
- ქვემო ქართლი - 61,
- შიდა ქართლი - 39,
- გურია - 27,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113,
- კახეთი - 85,
- მცხეთა-მთიანეთი - 18,
- სამცხე-ჯავახეთი - 8,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.