საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსისგან 16 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
უკანასკნელ 24 საათში ჩატარდა ჩატარდა 9 056 ტესტი. მათ შორის 5 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21, გურია-3, სამეგრელო - ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცლების დღიდან საქართველოში კოვიდ 19-ის 258 351 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 249 709 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 194 გარდაიცვალა.