![9wmrifvsec4s129.png](/uploads_script/news/thumb_9wmrifvsec4s129.png)
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ქალაქ ნინოწმინდადან 6 კილომეტრში იყო. ბიძგები 03:18 საათზე დაფიქსირდა. ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.