მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც იზღუდება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. შეზღუდვა ეხება ყველა ტიპის ტრანსპორტს, მათ შორის რკინიგზას.
„მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილებები, დამატებით შეზღუდვებზე. ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას. ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სიჩქარე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს რკინიგზაზე და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.