საქართველოში COVID-19-ით დღეს 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
თბილისის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 69 წლის კაცი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. მისივე განცხადებით, პაციენტს მძიმე ორმხრივი პნევმონია და სასუნთქი სისტემების დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია ჰქონდა.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დღეს 326-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 796-ით გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 8352 PCR ტესტი ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 6192 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 3120 გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5445 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1000 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.