logo
ENG



სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: დაუსჯელობა რჩება პრობლემად

13 აპრ 202201:26
3 წუთის საკითხავი
 
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: დაუსჯელობა რჩება პრობლემად

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოს შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაუსჯელობა კვლავ პრობლემა რჩება. დოკუმენტში, ასევე, მიმოხილულია სხვადასხვა საკითხი, მათ შორის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი პრობლემები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, თვითნებური ან შერჩევითი დაკავებების, გამოძიების და დევნის შესახებ, რომელთაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნევდა; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ; ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდული პატივისცემის შესახებ; ლგბტ თემის მიმართ ძალადობის შესახებ.

"მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიებისთვის, თუმცა დაუსჯელობა რჩება პრობლემად. მთავრობის მიერ 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაზე სარწმუნო გამოძიების არჩატარებამ და ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში არმიცემამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა", - აღნიშნულია ანგარიშში.


close დახურვა