logo
ENG



სერბეთი რუსეთს ჯაშუშურ საქმიანობაში ადანაშაულებს

22 ნოე 201911:50
3 წუთის საკითხავი
 
ew3lvjgp5neofzo.jpg

სერბეთი რუსეთს ჯაშუშურ საქმიანობაში ადანაშაულებს. ქვეყნის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რუსი აგენტი სერბ მაღალჩინოსანს ნამდვილად შეხვდა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა "იუთუბში" 17 ნოემბერს გავრცელდა.

კადრებში ფულის გადაცემის მომენტიცაა ასახული. ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ სერბეთის სპეცსამსახური გამოძიებას შეუდგა. გავრცელებული ცნობით, რუსი აგენტი გრუს პოლკოვნიკია და ბელგრადში რუსეთის საელჩოში სამხედრო ატაშეს თანაშემწედ მუშაობდა. დაადგინეს მისი კომპანიონის ვინაობაც. ის სერბეთის არმიის ყოფილი ოფიცერია.

რუსეთის საგარეო უწყება არ ეთანხმება სერბეთის პრეზიდენტს და აცხადებს, რომ გავრცელებული  ვიდეო დამონტაჟებულია.

 


close დახურვა