logo
ENG



სირიაში ალეპოს გარეუბნები იბომბება

02 თებ 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

სირიაში ალეპოს გარეუბნები იბომბება. ავიაიერიში  ბაშარ ასადის არმიის ავიაციამ განახორციელა. სამიზნე ჯიჰადისტები იყვნენ. ასადი ცდილობს კონტროლი მოიპოვოს ტრასაზე, რომელიც  ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებს დამასკოსთან აკავშირებს.  საპასუხოდ სახელმწიფო არმიის  სამხედრო პუნქტებზე დანაღმული ავტომობილებით თავდასხმა განახორციელეს სირიის ოპოზიციის მომხრე დაჯგუფებებმა. ინფორმაცია მსხვერპლთან დაკავშირებით არ ვრცელდება. 


close დახურვა