logo
ENG



სირსკი: ფრონტზე მდგომარეობა რთულია, არსებობს ესკალაციის ტენდენცია

27 აპრ 202423:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/27/i6soxttfg6mfmo6.jpeg

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის შესახებ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფრონტზე მდგომარეობა საკმაოდ გართულდა და თავს იჩენს სიტუაციის ესკალაციის ტენდენციაც.

"მე ვაცნობე კოალიციის მონაწილეებს რთული ოპერატიულ-სტრატეგიული სიტუაციის შესახებ, რომელიც მიდრეკილია ესკალაციისკენ," - წერს სირსკი ტელეგრამზე.

მან ასევე განაცხადა, რომ პარტნიორებს განუმარტეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების სპეციფიკა, ასევე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები რაკეტების, საბრძოლო მასალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიმართ.

კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის დროულად მიწოდებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს.


close დახურვა